სალვადორ სადურნი

სეზონი კლუბში: 1961-1976

თამაში: 464


სადურნი (ლარბოკი, ბეი პენედესი, 1941) ითვლებოდა დიდებული მეკარის, რამალეტსის, შემცვლელად.

მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ფანები ძალიან დიდ პატივს სცემდნენ თავისი ადამიანური თვისებებისა და კარის დაცვის ნიჭის გამო. ის გამოირჩეოდა სიმშვიდით, თავდაჯერებითი მანერითა და კარგი პოზიციურობით.

მან 3–ჯერ მიიღო რიკარდო ზამორას ტიტული, როგორც მეკარემ, რომელმაც ლა ლიგას გათამაშებაში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა(1968/69, 1973/74, 1974/75).

ის იყო "the bottle final”–ის გმირი. ასე ეწოდება 1968 წელს ჩატარებულ თასის ფინალს "სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც კატალონიელებმა ძალიან მტრულ გარემოცვაში იმარჯვეს.

1976 წელს სადურნიმ ნახა რა რომ ვეისვეილერი აღარ იყო მისით დაინტერესებული, ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა, მიუხედავად არაჩვეულებრივი ფიზიკური მდგომარეობისა. ამავე წლის პირველ სექტემბერს მან ბოლოჯერ ითამაშა კატალონიელთა რიგებში გამოსამშვიდებელი რიფესა და ტორესთან ერთად. "ბარსამ" "სტად რეიმსის" წინააღმდეგ ითამაშა და 2–0 იმარჯვა.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1973–74

ესპანეთის თასი – 1962–63, 1967–68, 1970–71

უეფას თასი – 1965–66