ქვემოთ მოცემული წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სასჯელები:
- კომენტარის დაწერის დროებით აკრძალვა;
- კომენტარის დაწერის სამუდამოდ აკრძალვა;
- ავატარის გამოყენების აკრძალვა;
- ხელმოწერის გამოყენების აკრძალვა;
- პერსონალური შეტყობინების გამოყენების აკრძალვა;
- საიტზე რეგისტრაციის აკრძალვა;
- საიტზე შემოსვლის აკრძალვა;
- საიტის გათამაშებებში მონაწილეობის აკრძალვა;
- კომენტარის დაწერის დროს ნებისმიერ დარღვევაზე წაიშლება დამრღვევის ყველა კომენტარი.
- ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს სამუდამოდ აეკრძალება საიტის ნებისმიერ გათამაშებაში მონაწილეობისა და პრიზების მიღების უფლება.
წესები
2. საიტი შექმნილია საქართველოში ს.კ. "ბარსელონას” პოპულარიზაციის მიზნით და საიტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს (სპორტულ შეხედულებების მიუხედავად), რომელიც ეთანხმება საიტის წესებს;
3. საიტზე აკრძალულია მომხმარებლისთვის ნებისმიერი სახით შეურაცხყოფის მიყენება;
4. აკრძალულია პოსტვის დროს უცენზურო სიტყვის (ხელმოწერის, ან ავატარის) ნებისმიერი სახით გამოყენება, არა აქვს მნიშვნელობა სიტყვაში ჩასვამთ თუ არა სიმბოლოებს (მაგ. !@#$%… );
5. აკრძალულია საიტზე ყველანაირი "საქმის გარჩევა”;
6. აკრძალულია ე.წ. ფლუდერობა; უაზრო და არაფრისმთქმელი პოსტების გაკეთება; ან რამდენიმე პოსტის გაკეთება ზედიზედ, როდესაც ყველაფრის დაწერა ერთ პოსტში შეიძლება;
7. აკრძალულია ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება და საიტის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა;
8. აკრძალულია მომხმარებლის სახელად საიტებისა და სერვერების მისამართების, ან მათი ელემენტების, აგრეთვე უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე;
9. აკრძალულია საიტზე ნებისმიერ სახით რეკლამის გაკეთება ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე;
10. აკრძალულია PM-ის საშუალებით ე.წ. სპამის დაგზავნა;
11. ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი ნიკით სარგებლობა ეკრძალება;
12. აკრძალულია სიახლესთან შეუსაბამო (არათემატური) კომენტარის გაკეთება;
13. საიტის მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს თავისი პაროლი. მას არ აქვს უფლება სხვას გადასცეს მომხმარებლის პაროლი; წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს;
14. აკრძალულია პროვოკაციული ქმედება (როგორც ტექსტური, ასევე ვიზუალური გამოხატულება);
15. აკრძალულია დისკრიმინაციული ქმედება (როგორც ტექსტური, ასევე ვიზუალური გამოხატულება);
16. აკრძალულია სხვა პირების საავტორო უფლების დარღვევა, ანუ სხვა წყაროებიდან ტექსტის დაკოპირება მისი ავტორის ნებართვის გარეშე;
17. ზ/აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს დამრღვევის მიმართ გამოიყენოს ნებისმიერი სახის დამსჯელი ღონისძიება;
18. ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეცვალოს ზ/აღნიშნული წესები ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.