ვიტორ ბორბა ფერეირა “რივალდო”

სეზონი კლუბში: 1997-2002

თამაში: 253

გოლი: 136

 

რივალდო (რესიფე, ბრაზილია, 1972) 1997-98 წლების სეზონის დასაწყისში იქნა შეძენილი "დეპორტივოდან”, მისი თანამემამულეს, რონალდოს, პირდაპირ შემცვლელად, რომელიც "ბარსადან” "ინტერში” გადავიდა არაჩვეულებრივი სეზონის შემდეგ.
და რივალდომ შეძლო ცარიელი ადგილის შევსება. მაღალსა და ძლიერ ფეხბურთელს ისეთი შესაძლებლობები ჰქონდა, რომლის ხილვაც ფეხბურთში მანამდე ძალიან იშვიათი იყო: ეშმაკური დრიბლინგი, ძლიერი დარტყმა, ჯარიმებისა და პენლების გოლად ქცევის ბრწყინვალე უნარი და ეს ყველაფერი მისი მარცხენა ფეხის წყალობით.
ის მთლად ფორვარდი არ იყო, მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, ან შემტევ ნახევარმცველად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან "ბარსაში” ყოფნის დროს დიდი რაოდენობით გოლების გატანა მოახერხა: 136 გოლი 253 მატჩში. ის იყო სერიოზული და დისკრეტული ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ლაპარაკს საქმის კეთებას ამჯობინებდა. თავისი თამაშის სტილის წყალობით, მან 1999 წელს ოქროს ბურთი მოიგო.

 

ტიტულები:

ესპანეთის ჩემპიონატი: 1997/98, 1998/99

ევროპის სუპერთასი: 1997

ესპანეთის თასი: 1997/98

კატალონიის თასი: 1999/00