მოიგე კამპ ნოუს საგზური

Barcamania.ge მისი მომხმარებლებისთვის "კამპ ნოუს" ორკაციანი საგზურის გათამაშებას იწყებს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა, იყოთ ჩვენი საიტის, ფეისბუქ გვერდის ან/და ფეისბუქ ჯგუფის აქტიური მომხმარებელი.

ზოგადი წესები

  1. გათამაშება ტარდება მხოლოდ "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის;
  2. გათამაშება შედგება 2 ეტაპისგან:
    1. ყოველთვიურად ჩვენს საიტზე, ფეისბუქ გვერდსა და ფეისბუქ ჯგუფში გამოვლინდება თითო (თვეში სულ 3) ადამიანი, რომლებიც საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ;
    2. წლის ბოლოს, შერჩეულ 36 გამარჯვებულს შორის გამოვლინდება ერთი, რომელიც ბარსელონას 2-კაციანი საგზურით დასაჩუქრდება;
    3. ადმინისტრაციას უფლება აქვს თვის განმავლობაში ჩაატაროს დამატებითი გათამაშება, რომლის გამარჯვებულიც 36-კაციან სიას დაემატება.
  3. გამარჯვებულს Barcamania.ge უზრუნველყოფს:
    1. ორი ორმხრივი ავიაბილეთით (ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისი ან თბილისი-ბარსელონა-თბილისი);
    2. "კამპ ნოუზე" გასამართი თამაშის 2 ბილეთით;
    3. ქალაქ ბარსელონაში საცხოვრებლით 2 ადამიანზე.
  4. ყველა სხვა ხარჯს, როგორიცაა მგაზვრობა აეროპორტამდე, კვება და ა.შ. ანაზღაურებს საგზურის მფლობელი;
  5. პირი, რომელიც თვის გამარჯვებული უკვე გახდა, იმავე კალენდარული წლის განმავლობაში გათამაშებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. თუ ერთი პირის მიერ 2 ან მეტი ანგარიშის შექმნით გათამაშებაში მონაწილეობის შემთხვევა დაფიქსირდა, ეს პირი გათამაშებიდან მოიხსნება;
  6. თუ საგზურის მფლობელის გამოვლენის დროს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის, ან სხვა მიზეზით იარსებებს შეზღუდვები, რომლებიც საგზურით სარგებლობას შეუძლებელს, ან არაგონივრუალდ რთულს გახდის, გამარჯვებულისთვის საგზურის გადაცემის ვადა გადაიწევს ხელისშემშლელი ფაქტორების გაუქმებამდე. ამ პუნქტში იგულისხმება შეზღუდვები საერთაშორისო ფრენებზე, შეზღუდვები "კამპ ნოუზე" დასწრებაზე და ა.შ.
  7. იმ შემთხვევაში, თუ საგზურს მოიგებს არასრულწლოვანი პირი, საგზურით მოსარგებლე მეორე პირი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი;
  8. საგზურით მოსარგებლე პირები თავად უზრუნველოყენ საგზურით სარგებლობისთვის ყველა საჭირო დოკუმენტის წესრიგში მოყვანას გარდა გათამაშების წესების მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტებისა.

წესები პლატფორმების მიხედვით

საიტი - Barcamania.ge

  • ყოველი თვის ბოლო დღეს საიტზე გამარჯვებული გამოვლინდება ვიქტორინის წესით, ერთი კითხვით. თვის გამარჯვებული იქნება ის პირი, ვინც დასმულ შეკითხვას სწორ პასუხს პირველი გასცემს;
  • კითხვა დასმული იქნება იმ მასალებიდან, რომლებიც ჩვენ საიტზე გასული ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარსამანიას ერთგული მკითხველისთვის მასზე პასუხის გაცემა მარტივი იქნება;
  • კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათამაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად შემდეგი საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.

Facebook ჯგუფი

Facebook თავად გამოავლენს თვის 20 ყველაზე აქტიურ მონაწილეს პოსტების, კომენტარებისა და სხვის პოსტებზე რეაქციების (Like, Love, Care, Haha, Wow, Sad, Angry) რაოდენობის მიხედვით.

ყოველი თვის ბოლო დღეს ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში გამოვლინდება საუკეთესო ოცეული და დაისმება მარტივი კითხვა. გამარჯვებული კი იქნება ამ ოცეულიდან ის, ვინც კომენტარებში სწორ პასუხს ყველაზე ადრე დაწერს. კითხვა დასმული იქნება იმ მასალებიდან, რომლებიც ჩვენს საიტზე ქვეყნდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარსამანიას ერთგული მკითხველისთვის მასზე პასუხის გაცემა კიდევ უფრო მარტივი იქნება.

წესები:

  • ერთი მომხმარებლისგან, ერთ პოსტზე მიიღება მხოლოდ ერთი პასუხი. რამდენიმე პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში მივიღებთ მხოლოდ პირველ პასუხს;
  • პასუხის (კომენტარის) დარედაქტირება დაუშვებელია. დარედაქტირებული კომენტარი არცერთ შემთხვევაში არ მიიღება, იმის მიუხედავად, სწორი პასუხი დარედაქტირებამდე იყო დაფიქსირებული, თუ დარედაქტირების შემდეგ. თუ თქვენი პასუხის შეცვლა გსურთ, წაშალეთ ძველი კომენტარი და დაწერეთ ახალი;
  • კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
  • ადმინისტრაცია აკონტროლებს ჯგუფში დაწერილ პოსტებსა და კომენტარებს. პოსტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჯგუფის წესებს, არ გამოქვეყნდება, ხოლო კომენტარები წაიშლება;
  • გათამაშებაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ რეალური, ფეისბუქის პირადი პროფილები. ფეისბუქ ფეიჯებს, ასევე პროფილებს მსგავსი სახელებით: "პედრი გონსალესი", "ავეჯის შეკეთება გარანტიით" ან "მეორადი ტანსაცმელი კატალონიიდან" გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ.

Facebook გვერდი

ფეისბუქის გვერდზე თვის გამარჯვებული გამოვლინდება Top Fan-ებს შორის.

იმის მიხედვით, თუ რამდენად გამოხატავთ ემოციას ჩვენი გვერდის პოსტებზე (Like, Love, Haha, Wow, Sad, Angry), რამდენად ხშირად აკომენტარებთ ჩვენი გვერდის პოსტებზე, ან აზიარებთ მათ, ფეისბუქი განიჭებთ Top Fan-ის სტატუსს (სტატუსის მოპოვების შემდეგ უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ იყოთ Top Fan). სტატუსი განახლდება ყოველკვირეულად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქტიურები უნდა იყოთ სტატუსის მოპოვების შემდეგაც.

ყოველი თვის ბოლო დღეს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება მარტივი კითხვა და გამარჯვებული იქნება ის Top Fan, რომელიც კომენტარებში სწორ პასუხს ყველაზე ადრე დაწერს. კითხვა დასმული იქნება იმ მასალებიდან, რომლებიც ჩვენს საიტზე ქვეყნდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარსამანიას ერთგული მკითხველისთვის მასზე პასუხის გაცემა კიდევ უფრო მარტივი იქნება.

გაითვალისწინეთ:

  • ერთი მომხმარებლისგან, ერთ პოსტზე მიიღება მხოლოდ ერთი პასუხი. რამდენიმე პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში მივიღებთ მხოლოდ პირველ პასუხს;
  • პასუხის (კომენტარის) დარედაქტირება დაუშვებელია. დარედაქტირებული კომენტარი არცერთ შემთხვევაში არ მიიღება, იმის მიუხედავად, სწორი პასუხი დარედაქტირებამდე იყო დაფიქსირებული, თუ დარედაქტირების შემდეგ. თუ თქვენი პასუხის შეცვლა გსურთ, წაშალეთ ძველი კომენტარი და დაწერეთ ახალი;
  • კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
  • ადმინისტრაციას უფლება აქვს, ფეისბუქ გვერდის კომენტარებში ცენზურის დარღვევის, უნებართვო რეკლამის, ან არათემატური კომენტარის ხშირად წერის შემთხვევაში, მომხმარებელბს ჩამოართვას Top Fan-ის სტატუსი;
  • გათამაშებაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ რეალური, ფეისბუქის პირადი პროფილები. ფეისბუქ ფეიჯებს, ასევე პროფილებს მსგავსი სახელებით: "პედრი გონსალესი", "ავეჯის შეკეთება გარანტიით" ან "მეორადი ტანსაცმელი კატალონიიდან" გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ.

გათამაშებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.