მირალემ პიანიჩი

დაბადების ადგილი ტუზლა, ბოსნია
დაბადების თარიღი 02.04.1990
წონა 72 კგ
სიმაღლე 178 სმ
დებიუტი 27.09.2020
თამაში* 30
გოლი* 0
ასისტი* 0

*ბოლო განახლება: 02.09.21

1990 წლის 2 აპრილს ბოსნიის ქალაქ ტუზლაში დაბადებული მირალემ პიანიჩი მრავალმხრივი ნახევარმცველია. ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბების შემდეგ, 2020 წელს, ის თავისი მაღალი დონის საჩვენებლად "ბარსელონაში" გადმოვიდა.

მირალემ პიანიჩმა პროფესიონალური კარიერა 2007 წელს, ფრანგულ "მეცში" დაიწყო. მისი გუნდის ქვედა დივიზიონში გავარდნის მიუხედავად პიანიჩმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამოც მისით "ლიონი" დაინტერესდა. ამ კლუბში თამაშით კი მირალემმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო გუნდისა, რომელმაც 2009/10 წლების სეზონში ისტორიული შედეგი აჩვენა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალამდე მიაღწია.

"ლიონში" გატარებული 3 წლის, ჩატარებული 115 თამაშისა და გატანილი 16 გოლის შემდეგ პიანიჩმა იტალიის დედაქალაქს მიაშურა. მან კარიერა "რომაში" განაგრძო. "ჯალოროსიში" მან საუკეთესო პირადი მაჩვენებლები დააფიქსირა. 5 წლის განმავლობაში მან მონაწილეობა თითქმის 200 შეხვედრაში მიიღო, 30 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა გააკეთა. თუმცა პიანიჩი ტიტულების მოგებას 2016 წლამდე ვერ ახერხებდა. ამ წელს ის "იუვენტუსში" გადავიდა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა. ბოსნიელმა ტურინელებთან ერთად იტალიის ჩემპიონატი 4-ჯერ, იტალიის თასი 2-ჯერ და იტალიის სუპერ თასი ერთხელ მოიგო.

პიანიჩის "ბარსელონაში" გადმოსვლა 2020 წლის 29 ივნისს გაოფიციალურდა, კატალონიურ გუნდში მისი დებიუტი კი 27 სექტემბერს, "ვილიარეალთან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში შედგა.

მირალემი ახალგაზრდულ დონეზე ლუქსემბურგის ნაკრებში თამაშობდა, თუმცა როდესაც ეროვნული ნაკრების არჩევის დრო მოვიდა, ბოსნიის ნაკრები ამჯობინა, სადაც ის ნამდვილ გმირად იქცა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის თასი - 2020/21
იუვენტუსი
  • იტალიის ჩემპიონატი (4): 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20
  • იტალიის თასი (2): 2016/17, 2017/18
  • იტალიის სუპერ თასი: 2018