სეზონი კლუბში: 1920-1933
თამაში: 395
გოლი: 123
"გუდიანი"–ს ზედმეტსახელით ცნობილი, პიერა (ბარსელონა, 1903 – 1960) დაიბადა ბარსელონას რაიონში, სანტოსში, და ესპანური ფეხბურთის ერთ–ერთ საუკეთესო მარჯვენა ვინგერად არის მიჩნეული.
ფეხბურთელი განსაკუთრებული შესაძლებლობებით, ის გამოირჩეოდა თავისი ტექნიკით, ელეგანტური სტილით, სისწრაფით, თავურითა და ზუსტი დარტყმებით, რომლებიც ხშირად გატანილი გოლით სრულდებოდა.
მისი დებიუტი 1921 წლის პირველ იანვარს შედგა, დილით, ახალგაზრდულ გუნდთან ერთად თამაშის შემდეგ, სადაც ხუან გამპერი თავის ძალებში დაარწმუნა. იმავე საღამოს, პიერა პირველ გუნდთანაც მოგვევლინა, ტრავმირებული ალკანტარას შემცვლელად. კატალონიელები "არენას და გეტჩო"–ს უპირისპირდებოდნენ, მატჩი "ბლაუგრანას" სასარგებლოდ, 3–1, დასრულდა, ხოლო ამ 3 გატანილი გოლიდან 2 სწორედ შეცვლაზე შემოსულმა პიერამ გაიტანა. ამ დღის შემდეგ ვინსენმა "ბარსას" ჩატარებულ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე.
ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონატი – 1928–29
ადგილობრივი ჩემპიონატი – 1921–22, 1924–25, 1925–26, 1927–28
კატალონიის ჩემპიონატი – 1920–21, 1921–22, 1923–24, 1924–25, 1925–26, 1926–27, 1927–28, 1929–30, 1930–31, 1931–32