პედრი

დაბადების ადგილი ტენერიფე, ესპანეთი
დაბადების თარიღი 25.11.2002
წონა 60 კგ
სიმაღლე 174 სმ
დებიუტი 27.09.2020
თამაში* 111
გოლი* 17
ასისტი* 8

*ბოლო განახლება: 23.09.23

2019 წლის 2 სექტემბერს "ბარსელონამ" და "ლას პალმასმა" ამომავალი ესპანელი ვარსკვლავის, პედრის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ახალგაზრდა ნახევარმცველი "ბლაუგრანას" 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა.

პედრი 2002 წლის 25 ნოემბერს, ტენერიფეში დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც ამ ქალაქში დაიწყო. მოგვიანებით ის "ლაგუნას" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა, 2018 წელს კი "ლას პალმასში" გადავიდა. 2019/20 წლების სეზონში პედრი "ლას პალმასის" სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო. მან ყველაზე მეტი, 34 თამაში ჩაატარა და 4 გოლიც გაიტანა.

"ბარსელონაში" პედრის დებიუტი 2020 წლის 27 სექტემბერს, "ვილიარეალთან" მოგებულ შეხვედრაში (4-0) შედგა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი: 2022/23
  • ესპანეთის თასი: 2020/21
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23

ინდივიდუალური

  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (Golden Boy): 2021
  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (France Football): 2021

სიახლეები ფეხბურთელზე

პედრიმ, რომელიც ამჟამინდელი ტრავმირებულია, რეაბილიტაციის პროცესზე, კლუბის ახალწვეულებსა და გავიზე ისაუბრა...
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ნახევარმცველები შესანიშნავად გამოიყურებიან: გუნდის მიერ გატანილი 6 გოლიდან 3 მათ აქტივშია...
"ბარსელონას" ნახევარმცველმა და "კადისთან" გატანილი პირველი გოლის ავტორმა პედრი გონსალესმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...