სეზონი კლუბში: 1956-1969
თამაში: 500
გოლი: 1
ოლიველა(ბარსელონა, 1936) კლუბის ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი კაპიტანი იყო და ერთ–ერთი ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსას" მაისურით რეკორდული რაოდენობის მატჩები აქვს ჩატარებული(500).
იგი ამპულით მცველი იყო, საიმედო, უბრალო, პოზიციის შერჩევის ბრწყინვალე უნარით.
ფერანი 1956 წელს კლუბში ახალგაზრდა მოვიდა. მომავალ სეზონში ის დომენეკ ბამლანიას გუნდის განუყრელ ნაწილად ითვლებოდა ვერგესთან, გენსანასა და კოლთან ერთად. ოლიველას დიდი დრო არ დასჭირდა პირველ გუნდში მტკიცედ დამკვიდრებისთვის(42 მატჩი პირველივე სეზონში). კატალონიელი ძირითადად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა და საკმაოდ წარმატებულადაც.
ოლიველა იმ ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იყო, რომელმაც 1964 წელს ევროპის თასი მოიგო. რამდენიმე ხნის შემდეგ, 1989 და 1993 წლებს შორის ის ხოსეპ ლუის ნუნესთან ერთად კლუბის სათავეში მოექცა.
ტიტულები
უეფას თასი – 1957–58, 1959–60, 1965–66
ესპანეთის ჩემპიონატი – 1958–59, 1959–60
ესპანეთის თასი – 1956–57, 1958–59, 1962–63, 1967–68