ნეტუ

დაბადების ადგილი არაშა, ბრაზილია
დაბადების თარიღი 19.07.1989
წონა 84 კგ
სიმაღლე 190 სმ
დებიუტი 10.12.2019
თამაში* 21
მშრალი თამაში* 7
გაშვებული გოლი* 20

*ბოლო განახლება: 08.05.22

ნორბერტო მურარა „ნეტუ“ 1989 წლის 19 ივლისს არაშაში, ბრაზილიაში დაიბადა.

თავისი სიმაღლისა და რეაქციის წყალობით, ის ისეთი გუნდების კარს იცავდა, როგორიცაა „ატლეტიკო პარანაენსე“ (2009-2011), „ფიორენტინა“ (2011-2015), „იუვენტუსი“ (2015-2017) და „ვალენსია“ (2017-2019).

“ფიორენტინაში“ გატარებული ბოლო 2 შესანიშნავი სეზონის წყალობით ნეტუმ „იუვენტუსის“ ყურადღება მიიქცია, თუმცა ტურინში ბრაზილიელი ჯიჯი ბუფონის რეზერვისტი იყო. მისი თვისებებისა და პროგრესის წყალობით ნეტუ „ვალენსიაში“ აღმოჩნდა, სადაც 2 წელი გაატარა.

2019 წელს ნეტუ „ბარსელონას“ შუერთდა. ის იასპერ სილესენის შემცვლელად და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის რეზერვისტად მოგვევლინა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის თასი: 2020/21
იუვენტუსი
  • იტალიის ჩემპიონატი (2): 2015/16, 2016/17
  • იტალიის თასი (2): 2015/16, 2016/17
  • იტალიის სუპერ თასი: 2015
ვალენსია
  • ესპანეთის თასი: 2018/19