იოჰან ნეესკენსი

სეზონი კლუბში:1974-1979

თამაში:230

გოლი:56

"იაჰონ მეორე" (ჰეემსტიდი, ჰოლანდია, 1951) "ბარსაში" "აიაქსიდან" 1974 წელს, თავის თანაგუნდელ იოჰან კრუიფთან ერთად მოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მას პერუელი შემტევის, ჰუგო სოტილის, შემცვლელად უწევდა თამაში, რომელიც ფანების ერთ–ერთი ფავორიტი იყო, ნეეკსენმა სულ მალე მოიგო ხალხის გული ნახევარდაცვაში გამოსვლებით.

ნეეკსენი კლასიკური ფეხბურთელი იყო, რომელსაც ჰქონდა გასაოცარი სხეულის აგებულება პასუხისმგებლობის აბსოლიტურ შეგრძნებასთან ერთად. იგი ცნობილი იყო მგზნებარე პენალტებისა და თავური დარტმების შესრულებით. ხალხი აფასებდა მის ერთგულებას, რაც ხშირად ჩანდა მათ წამოძახილებში: "ნეეკსენი", "ნეეკსენი", მას შემდეგაც კი, რაც მან კლუბი დატოვა.

რამდენიმე წლის განმავლობაში "ბარსასგან" შორს მყოფი ნეეკსენი კლუბს დაუბრუნდა, როდესაც ფრანკ რაიკაარდის თანაშემწედ დაინიშნა.