"ბარსელონას" ფორმების ისტორია
ამ გვერდზე თქვენ შეხვდებით "ბარსელონას" ყველა იმ ფორმას, რომლის არსებობაც დოკუმენტურად დადასტურებულია. ფორმების ისტორია ფოტოსურათებიდან კატალონიურმა გამოცემა ARA-მ შეისწავლა.
1899-1940 წლები
"ბარსელონას" ფერების წარმოშობის შესახებ არაერთი ვერსია არსებობს. ყველაზე სარწმუნო ვერსიას, რომელსაც შეგვიძლია ოფიციალური ვუწოდოთ, ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
არსებობს მოსაზრება, რომ "ბარსელონამ" ისტორიაში პირველი შეხვედრა თეთრი ფორმით ჩაატარა, თუმცა ტრადიციული ლურჯი და ბროწეულისფერი კლუბის ფორმაზე პირველივე წელს აისახა. ამ ფერის ზოლებით კი ფორმები 1910 წლიდან ჩნდება.
1913/1914 - 1921/22 |
|
"ბარსელონა" მაისურის დიზაინს ინარჩუნებს, მაგრამ იცვლება შორტის ფერი. |
1940-1979 წლები
ამ პერიოდისთვის ფართო ზოლებიანი მაისური, ლურჯი შორტი და ზოლებიანი გეტრები ნორმად იქცა. ფორმები კვლავ ბამბისგან იკერებოდა, მაგრამ მატერია ფეხბურთის სათამაშოდ უფრო კომფორტული გახდა. ფეხბურთელებმა მოკლემკლავიანი მაისურებით თამაში 1960-იან წლებში დაიწყეს. კლუბმა ფორმების შესაკერად კონტრაქტი კომპანია Monthalt-თან გააფორმა. ის ფაქტი, რომ "ბარსელონას" მე-2 ფორმაც გაუჩნდა, ნიშნავს, რომ იმ დროისთვის, შავ-თეთრ ტელევიზორებში სპორტი აქტიურად გადაიცემოდა.
1979-1992 წლები
"ბარსელონას" ფორმების შეკერვა კატალონიურმა ფირმა Meyba-მ ითავა, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა - ფორმები ბამბისგან აღარ იკერებოდა. ფერადი ტელევიზორების გამოჩენამ Meyba-ს საშუალება მისცა ახალი დიზაინები შეექმნა და დაერღვია ტრადიცია, რომლის თანახმადაც, "ბარსა" შინ ლურჯ-წითელი, ხოლო სტუმრად თეთრი ფორმით თამაშობდა.
1980/1981 |
|
Meyba-მ საყელოს ახალი დიზაინი შეიმუშავა - ლურჯი და წითელი ზოლებით. |
1992-1998 წლები
Meyba ჩაანაცვლა Kappa-მ, რომელმაც 90-იან წლებამდე არსებული ტენდენციები დაარღვია. ისტორიაში პირველად, ლურჯი და წითელი ზოლები არაერთგვაროვანი გახდა და თეთრი ელემენტებიც შეიძინა, რაც, იმ დროისთვის, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. დიზაინში ცვლილებები კომერციული მიზნებით იყო განპირობებული, რადგან ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ხშირად იცვლებოდა.
1998-2019 წლები
"ბარსელონა" გლობალური ბრენდი, ხოლო მაისურები შემოსავლის წყარო გახდა. ამის გამო, ახალმა პარტნიორმა, Nike-მა, რადიკალურად განსხვავებული დიზაინი შექმნა, რომელიც უფრო მკაფიო ფერებით გამოირჩევა. უკვე გასვლითი ფორმებიც ყოველწლიურად იცვლებოდა და გუნდს სტაბილურად მე-3 ფორმაც დაემატა. ცვლილებები შევიდა ფორმის მატერიაშიც - უფრო ელასტიკური, მსუბუქი და ჰაერგამტარი გახდა. სწორედ Nike-ს ფორმაზე დაიწერა "ბარსელონამ" ისტორიაში პირველად სპონსორის რეკლამა.
2000/2001 |
|
პირველი | მეორე |
ამ სეზონში "ბარსელონამ" სახელოზე შეინარჩუნა სპეციალური ლოგო, რომელიც კლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. | მეორე ფორმა უცვლელი დარჩა. |
2002/2003 |
|
პირველი | მეორე |
კლუბის ლოგო მაისურის მარცხენა მხარეს დაბრუნდა. ვერტიკალური ზოლები მართკუთხა აღარ იყო. | ფორმის ძირითადი ფერი მუქი ლურჯი იყო, რომელსაც დიაგონალური ლურჯი და წითელი ზოლები ჰქონდა. |
2004/2005 |
|
პირველი | მეორე |
საყელოს დიზაინი მომრგვალებული გახდა. | ლურჯი ფერის ორი ტონალობის ნაზავი წვრილი წითელი ვერტიკალური ზოლით. |
2006/2007 |
|
პირველი | მეორე |
მაისურის წინა მხარეს UNICEF-ის ყვითელი ლოგო გაჩნდა. | ნარინჯისფერი დიზაინი, სახელოებისა და შორტების ბოლოებში ლურჯი და წითელი წვრილი ზოლებით. |
2007/2008 |
|
პირველი | მეორე |
ლოგოს დიზაინი "კამპ ნოუს" 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. | გასვლით მატჩებში გუნდი ლურჯი ფერის განსხვავებული ტონალობის ვერტიკალური ზოლებით თამაშობდა. |
მეკარეების ფორმები
კლუბის ისტორიის პირველი დაახლოებით 50 წლის განმავლობაში მეკარეები მაღალსაყელოიან მაისურებს ატარებდნენ. "ბარსელონას" ბოლო სამ დიდ მეკარეს კი ერთი რამ აერთიანებს - მწვანე ფორმა.