ანტუან გრიზმანი

დაბადების ადგილი მაკონი, საფრანგეთი
დაბადების თარიღი 21.03.1991
წონა 73 კგ
სიმაღლე 176 სმ
დებიუტი 16.08.2019
თამაში* 91
გოლი* 30
ასისტი* 15

*ბოლო განახლება: 18.04.21

1991 წლის 21 მარტს საფრანგეთის ქალაქ მაკონში დაბადებული ანტუან გრიზმანი, დღესდღეობით, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია.

მშობლიური ქალაქის გუნდ "მაკონიალში" მოთამაშე ანტუან გრიზმანი "რეალ სოსიედადის" სკაუტებმა 2005 წელს, 14 წლის ასაკში შეამჩნიეს. სან სებასტიანელთა პირველ გუნდში დებიუტი მას 2009 წელს, 18 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც "სოსიედადი" ესპანეთის მე-2 დივიზიონში თამაშობდა. სწორედ გრიზმანია "სოსიედადის" უმაღლეს დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. ბასკურ გუნდში მან სულ 202 თამაში ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. 2014 წელს კი ის "ატლეტიკოში" 30 მილიონ ევროდ გადავიდა.

მადრიდში განცდილი პროგრესის წყალობით გრიზმანი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. "ატლეტიკოსთან" ერთად, 2016 წელს, ანტუანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა. იმავე წელს გრიზმანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა, 6 გოლით კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. წლის ბოლოს ფრანგი "ოქროს ბურთის" სამეულში მოხვდა.

ანტუან გრიზმანი საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, რომელიც სწორედ ფრანგების გამარჯვებით დასრულდა. ანტუანი ხორვატიასთან გამართული ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იმავე წელს, "ატლეტიკოსთან" ერთად, გრიზმანმა ევროპის ლიგაც მოიგო.

ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" 2019 წელს გადმოვიდა. მისი დებიუტი 16 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "ბილბაოსთან" წაგებულ მატჩში (0-1) შედგა. სადებიუტო სეზონში მან თავი 48 თამაშში 15 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის თასი - 2020/21
ატლეტიკო
  • ევროპის ლიგა: 2017/18
  • უეფას სუპერ თასი: 2018
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2014
სოსიედადი
  • ესპანეთის მე-2 დივიზიონი: 2009/10
საფრანგეთის ნაკრები
  • მსოფლიო ჩემპიონატი: 2018
  • ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი: 2010