დაბადების ადგილი | ფოიოსი |
დაბადების თარიღი | 29.02.2000 |
წონა | 77 კგ |
სიმაღლე | 184 სმ |
დებიუტი | 12.01.2022 |
თამაში* | 79 |
გოლი* | 17 |
ასისტი* | 9 |
*ბოლო განახლება: 30.09.23
ბიოგრაფია
2000 წლის 29 თებერვალს ფოიოსში (ვალენსია) დაბადებულმა ფერან ტორესმა ფეხბურთის თამაში ადრეულ ასაკშივე დაიწყო. თავდაპირველად მას ფუტსალი იზიდავდა. ფეხბურთელმა "ვალენსიის" აკადემიის ყურადღება მალევე მიიპყრო. ის მხოლოდ 7 წლის იყო, როდესაც "ღამურების" მაისურით პირველად ითამაშა.
მას შემდეგ ფერან ტორესის კარიერა ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა. მან "ვალენსიას" აკადემია გაიარა და 2017 წლის 16 დეკემბერს ლა ლიგაში პირველი გუნდის მაისურითაც ითამაშა. ეს "ეიბართან" მატჩში მოხდა და ფერან ტორესი გახდა 2000 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა. რამდენიმე დღით ადრე კი, 30 ნოემბერს, ფერანს ესპანეთის თასზე "სარაგოსას" წინააღმდეგ უკვე ნათამაშები ჰქონდა. სწორედ ეს იყო მისი დებიუტი "ვალენსიის" პირველ გუნდში.
ფერან ტორესი "ვალენსიას" მნიშვნელოვან წევრად მალევე იქცა და "ღამურების" შემადგენლობაში 97 თამაშის ჩატარებაც მოახერხა, რის შემდეგაც მას პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტიში" უხმო.
ფერანი ვალენსიიდან მანჩესტერში, ასევე ფლანგიდან შეტევის ცენტრში გადავიდა. პირველივე სეზონში მან 30 თამაშში 1 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა და ქვეყნის ლიგის თასი მოიგო.
2021/22 წლებს სეზონში ფერან ტორესმა "ქალაქელების" რიგებში 7 თამაშის ჩატარება და 3 გოლის გატანა მოასწრო, რის შემდეგაც "ბარსელონას" შემოუერთდა.
ტიტულები
გუნდური
ვალენსია
- ესპანეთის თასი: 2018/19
მანჩესტერ სიტი
- პრემიერ ლიგა: 2020/21
- ინგლისის ლიგის თასი: 2020/21
ბარსელონა
- ესპანეთის ჩემპიონატი: 2022/23
- ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23
ესპანეთის ნაკრები
- ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატი: 2017
- ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი: 2019
ინდივიდუალური მიღწევები
- ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი: 2019
- ერთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2020/21