უსმან დემბელე

დაბადების ადგილი ვერნონი, საფრანგეთი
დაბადების თარიღი 15.05.1997
წონა 67 კგ
სიმაღლე 178 სმ
დებიუტი 09.09.2017
თამაში* 118
გოლი* 30
ასისტი* 21

*ბოლო განახლება: 02.09.21

უსმან დემბელე 1997 წლის 15 მაისს ვერნონში, საფრანგეთში, დაიბადა. იგი ფართოდ განიხილება, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი. ფრანგი "ბარსელონაში" 20 წლის ასაკში, 2017 წლის აგვისტოში გადმოვიდა. ახალგაზრდა დემბელემ საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლეს დივიზიონებში თამაშით უკვე ბევრი რამ დაამტკიცა. მან ძალიან ბევრ გულშემატკივარს თავი ბრწყინვალე დრიბლინგითა და შესანიშნავი ალღოთი დაამახსოვრა.

ფრანგ თავდამსხმელს 13 წლის ასაკში "რენის" სკაუტები აკვირდებოდნენ. "ბრეტონის" აკადემიაში გატარებული 4 წლის შემდეგ დემბელემ უკვე შეძლო დიდებული რეპუტაციის მოპოვება და თავისი ქვეყნის ნაკრების ახალგაზრდულ საერთაშორისო დონეზე წარმოდგენაც მოახერხა. 2014 წლის 6 ნოემბერს, როდესაც ის მხოლოდ 17 წლის იყო, მისი დებიუტი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში, "ანჟერის" წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა. ორი კვირის შემდეგ კი დემბელემ სადებიუტო გოლიც გაიტანა - ახალგაზრდა ფრანგმა პირველად "ბორდო" დაამწუხრა.

უკვე გარდაუვალი იყო, რომ დემბელეს კარზე უფრო დიდი კლუბი დაუკაკუნებდა, ეს კლუბი კი დორტმუნდის "ბორუსია" იყო. გერმანელებმა უსმანი 2016 წლის ზაფხულში გაიფორმეს. "სიგნალ იდუნა პარკზე" ადაპტაციის გავლა მან მალევე მოახერხა. "ბარსაში" გადასვლამდე ბოლო სეზონში 10 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

2017 წლის ზაფხულში უსმან დემბელემ "ბარსელონასთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დებიუტი მას 9 სექტემბერს, "ესპანიოლთან" მატჩში ჰქონდა, სადაც თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი დემბელემ ჩემპიონთა ლიგაზე, "ჩელსის" წინააღმდეგ გაიტანა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი (2): 2017/18, 2018/19
  • ესპანეთის თასი (2): 2017/18, 2020/21
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19
ბორუსია
  • გერმანიის თასი: 2016/17
საფრანგეთის ნაკრები
  • მსოფლიოს ჩემპიონატი: 2018