"ბარსელონას" ფერების წარმოშობა

    

დიდი ხანია, "ბარსელონას" ფერების წარმოშობასთან დაკავშირებით გაურკვევლობა არ წყდება. ცნობილია, რომ დამფუძნებელ კრებაზე კლუბის სახელი გადაწყდა, მაგრამ არა ფერები.

წევრების მეორე შეხვედრაზე, 1899 წლის 13 დეკემბერს აირჩიეს ლურჯი და წითელი ფერები, რომლებსაც, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში თეთრ შორტებს უხამებდნენ.

ამ გადაწყვეტილების ახსნას მრავალი თეორია ცდილობს. ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ფერები ერთ-ერთი მოთამაშის დედამ აარჩია, რადგან ხელი მხოლოდ ამ ფერის ქსოვილებზე მიუწვდებოდა, თუმცა ეს თეორია უარყვეს, რადგან ამ მოთამაშის - კომამალას დებიუტი 1903 წლამდე არ შემდგარა. ისიც კი ითქვა, რომ ამ ფერების არჩევის მიზეზი ორი - ლურჯი და წითელი - წვერის მქონე კალმები იყო, რომლებსაც იმ დროინდელი მდივნები იყენებდნენ. ასევე, ივარაუდეს, რომ წითელი და ლურჯი იმ შვეიცარიული კანტონის ფერები იყო, რომელშიც კლუბის დამაარსებელი, ჟოან გამპერი დაიბადა, მაგრამ მტკიცება კატეგორიულად უარყვეს. და 2008 წელს, როცა "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზე "ბაზელს" შეხვდა, ითქვა, რომ კლუბის ფერები შვეიცარიული გუნდიდან მოდიოდა. ემა გამპერმა, კლუბის დამაარსებლის შვილიშვილმა, თავის წიგნში დაწერა, რომ გამპერის გუნდი შვეიცარიაში "ექსელსიორი" იყო, რომელსაც "ციურიხი" მოჰყვა", რომელიც მან დააარსა და წინამძღოლობდა და რომელთანაც უფრო ახლო კავშირი ჰქონდა, ვიდრე ბაზელთან, რომელშიც მოკლე ხნის განმავლობაში თამაშობდა.

ფაქტობრივად, კლუბის ადრეულ ისტორიაში ამ ფაქტს ბევრი ეხებოდა. ჟურნალისტმა დანიელ კარბომ, რომელმაც 1924 წელს, კლუბის 25 წლის თავზე დაწერა წიგნი "ბარსელონას ისტორია", თქვა: "შეთანხმებული იყო, რომ კლუბის ფერები ლურჯი და წითელი უნდა ყოფილიყო". მეტი არაფერი. ალბერტ მალუკერმა 1949 წელს ფერები შვეიცარიულ გუნდს მიაწერა, რომელშიც გამპერი თამაშობდა, მაგრამ გუნდი არ დაუკონკრეტებია. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მაშინაც, კი როდესაც არსებობდნენ მოწმეები, რომლებიც კლუბის დამფუძნებლებს იცნობდნენ, ფერების წარმომავლობასთან დაკავშირებით დადასტურებული პასუხი არ არსებობდა, ან შეკითხვას, რომელსაც ჩვენ ახლა ვსვამთ, საკმარის მნიშვნელობას მაშინ არავინ ანიჭებდა.

საღამო ძმებ ვიტებთან და გამპერთან ერთად

"ბარსელონას" გულშემატკივრებისათვის ჟოან გამპერის სახელი წარდგენას არ საჭიროებს, მაგრამ კლუბის შექმნაში კიდევ რამდენიმე საკვანძო პიროვნება მონაწილეობდა. ორი მათგანი ძმები, ფრედერიკ არტურ და ერნესტ ვიტები იყვნენ, რომლებიც კლუბის ადრეულ წლებში ძალიან აქტიურნი იყვნენ. ისინი მონაწილეობდნენ მეორე შეხვედრაში 1899 წლის 13 დეკემბერს, რომელზეც ფერების არჩევის საკითხი გადაწყდა. ამ მნიშვნელოვანი ადამიანების შთამომავლები ეძებდნენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ აირჩა სწორედ ეს ფერები.

მანელ გამპერი, დამაარსებლის შვილიშვილი, ყოველთვის ტკივილით იხსენებს იმას, რომ მეტი არ გამოჰკითხა მის მამას, ჟოან რიკარდ გამპერს, რომელიც 1970-იან წლებში კლუბის დირექტორი იყო და საყვარელი "ბარსას" შესახებ დანამდვილებით საათობით ექნებოდა ნასაუბრები მის დამფუძნებელთან ერთად. მეორე მხრივ, მაიკლ ვიტი, ფრედერიკ არტურ ვიტის შვილიშვილი იღბლიანი აღმოჩნდა, ვინაიდან მისმა მამამ 89 წლამდე იცოცხლა და "ბარსას" შესახებ შაუბარი შეეძლო.

მაიკლს ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ კლუბის ფერები იმ სკოლიდან მოდიოდა, რომელშიც მისი პაპა სწავლობდა - ესაა "Merchant Taylors”-ის სკოლა კროსბიში, ლივერპულში. თუმცა, ამ თეორიის წერილობითი მტკიცეულება არ არსებობს. ბუნებრივია, რომ კლუბის 75 წლისთავზე, ამ ინსტიტუციის ისტორიასთან დაკავშირებით ბევრი ისტორია მოაგროვეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ფრედერიკ ვიტიმ, ფრედერიკ არტურის ვაჟმა და მაიკლის მამამ, ხედავდა რა, რომ ფერების წარმოშობის შესახებ არავინ საუბრობდა, ლივერპულისთვის მიეწერა და ეკითხა, ნამდვილად ლურჯი და წითელი იყო სკოლის ფერები თუ არა. პასუხი ნათელი იყო: ლურჯი და წაბლისფერი გვიან მე-19 საუკუნეში სკოლის რაგბის გუნდის ფერები იყო, რომელშიც ძმები ვიტებიც თამაშობდნენ. პასუხი მნიშვნელოვანი ჩანდა, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩა და მასზე საუბარი ისევ არ დაიწყეს.

წლები გავიდა და კლუბის ფერების წარმოშობის ისტორია ვიტებისა და გამპერების საუბრებში ისევ დაბრუნდა, რომლებიც შესაძლო ჰიპოთეზაზე მუშაობდნენ. და სწორედ ეს აუხსნენ კლუბს 2016 წლის დეკემბერში, პირველად "დოკუმენტაციის ცენტრში" და შემდეგ, პრეზიდენტ ბართომეუს. "Merchant Taylors”-ის რაგბის გუნდის ფოტოთი, რომელზეც მანუე და ხავიერ გამპერები იყვნენ გამოსახულები კლუბის ფერებთან ერთად, მაიკლ ვიტის უნდოდა აეხსნა, რომ უფრო სარწმუნო ვერსია შემდეგში მდგომარეობს: შეხვედრაზე, რომელზეც კლუბის ფერები აირჩიეს, ძმებ ვიტებს თავიანთი სკოლის ფერები უნდა შეეთავაზებინათ, და გამპერს, რომელიც კლუბის "alma mater” იყო, ეს იდეა უნდა მოსწონებოდა, რადგან მსგავსი ფერები მას უკვე ჰქონდა ნატარები "ბაზელში", 1896 წელს, რომელშიც ცოტა ხანი თამაშობდა.

გამპერს რომ მისი რომელიმე ყოფილი გუნდის ფერები შემოეთავაზებინა, ეს ალბათ "ექსელსიორის" ან "ციურიხის" ფერები იქნებოდა, რომელთა დამაარსებელიც გახლდათ ის. ეს დამთხვევა ამ თეორიას სარწმუნეობას მატებს. ფაქტობრივად, სწორედ ჟოან გამპერის შვილიშვილი, მანელ გამპერი იყო უფრო კატეგორიული: "სწორია, რომ ამ ფაქტის ავთენტურობას ვუჭერთ მხარს ოფიციალურად, რადგან ეს ყველას აიძულებს დანარჩენი თეორიების მხარდაჭერის შეწყვეტას. ამის შესახებ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, რადგან კლუბის ოფიციალური ვერსია ეს იქნება."

თვის მხრივ, მაიკლ ვიტიმ გაიხსენა: "მამაჩემი ყოველთვის იმას მეუბნებოდა, რაც მას პაპამ უთხრა. და მეც, ახალგაზრდობში პაპას ხშირად ვესაუბრებოდი ამ თემაზე და ის Merchant Taylors-ის თეორიას მიდასტურებდა, მაგრამ ვინაიდან თავმდაბალი კაცი იყო, ამ თემას დიდ ყურადღებას არასოდეს უთმობდა."

და ბოლოს, წერილობითი დოკუმენტაციის ნაკლებობის გამო, ზეპირ მტკიცებულებას უნდა დავჯერდეთ. იმ ოჯახების მიერ შემოთავაზებული ვერსია, რომლებიც კლუბის ჩამოყალიბებაში იღებდნენ მონაწილეობას, ყველაზე სარწმუნო ჩანს და თავად კლუბიც უჭერს მხარს. იქნებ ერთ დღეს, ყველაზე მოულოდნელ დროს, გამოჩნდეს დოკუმენტი, რომელიც ამ თეორიას დაადასტურებს. ამ დღემდე, ჩვენ განვაცხადებთ, რომ ეს ყველაზე მისაღები ვერსიაა.