მარტინ ბრეითუეიტი

დაბადების ადგილი ესბიერგი, დანია
დაბადების თარიღი 05.06.1991
წონა 73 კგ
სიმაღლე 177 სმ
დებიუტი 22.02.2020
თამაში* 56
გოლი* 10
ასისტი* 5

*ბოლო განახლება: 02.09.21

მარტინ ბრეითუეიტ კრისტენსენი 1991 წლის 5 ივნისს, დანიის საპორტო ქალაქ ესბიერგში დაიბადა. თავდაპირველად ის SGI-ს აკადემიაში დადიოდა, რის შემდეგაც ქალაქის უდიდეს კლუბს, "ესბიერგს"შეუერთდა. ამ კლუბის პირველ გუნდში 4 წლის გატარების შემდეგ მან საფრანგეთს, კონკრეტულად კი "ტულუზს" მიაშურა. საფრანგეთში გატარებული 4 წლის განმავლობაში დანიელმა 40 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ქვეყანა კიდევ ერთხელ შეიცვალა და ინგლისურ "მიდლსბროში" გადავიდა. შემდეგ იყო ჯერ "ბორდოში", შემდეგ კი "ლეგანესში" განათხოვრება, რასაც 2019 წელს ესპანური გუნდის მიერ მისი გამოსყიდვა მოჰყვა.

მარტინ ბრეთუეიტი "ბარსელონაში" 2020 წლის თებერვალში გადმოვიდა.

ბრეითუეიტი დანიის ნაკრების წევირა. ეროვნულ გუნდთან ერთად, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, მან 1/8-ფინალში გასვლა მოახერხა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის თასი - 2020/21
ესბიერგი
  • დანიის თასი: 2012/13
  • დანიის პირველი დივიზიონი: 2011/12