"ბარსელონას" კალათბურთის გუნდი

კალათბურთის სექცია "ბარსელონაში" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აკტალონიელთა საკალათბურთო გუნდი გულშემატკივრებში მე-2 ყველაზე პოპულარულია გუნდია.

"ბარსელონას" კალათბურთის სექცია 1926 წლის 24 აგვისტოს დაემატა. კალათბურთის გუნდი თავის პირველ თამაშებს "Sol de Baix-ის" სპორტულ კომპლექსში ატარებდა. ეს ის პერიოდია, როდესაც კატალონიაში კალათბურთი პოპულარობით არ გამოირჩეოდა.

ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდი ქვეყნის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის მატჩებს ახალ არენაზე ატარებდა, რომელიც "ლეს კორტსის" საფეხბურთო მოედანთან ახლოს მდებარეობდა.

"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდის აღმავლობა მე-20 საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში იწყება.

"პალაუ ბლაუგრანას" გახსნა

კრიზისული პერიოდის გადალახვის შემდეგ, 1958/59 წლების სეზონში, "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო. ამის მიუხედავად დაღმასვლა გაგრძელდა. 1971 წელს "ბარსელონამ" ახალი საკალათბურთო არენა ააშენა სახელწოდებით "პალაუ ბლაუგრანა", მაგრამ გუნდს ვერც ამ დიდმა ინვესტიციამ უშველა. ამ დროისთვის ესპანეთში ყველაზე ძლევამოსილი გუნდი მადრიდის "რეალი" იყო. თუმცა 1977/78 წლების სეზონში "ბარსამ" მადრიდლები 103-96 დაამარცხა და ესპანეთის თასი მოიგო.

პირველი ევროპული ტიტული

1980-იანი წლები "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდია. ეს ისეთი მოთამაშეების დამსახურებაა, როგორებიც იყვნენ ხუან ანტონიო სან ეპიფანიო "ეპი", ნაჩო სოლოსაბალი და ჩიჩო სიბილიო. 1980/81 წლების სეზონში, 22 წლიანი იმედგაცრეუების შემდეგ, "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. 1984/85 წლების სეზონში კი "ბარსამ" ტრიუმფით ევროსეზონიც დაასრულა. იმ წელს FIBA-ს თასების მფლობელთა თასის ფინალი ბარსელონაში ჩატარდა და მასპინძლებმა კაუნასის "ჟალგირისს" 77-73 სძლიეს. ერთი წლის შემდეგ "ბლაუგრანამ" იმავე ტურნირის ფინალში უკვე იტალიური "სკავოლინი" დაამარცხა (101-86). 1986/87 წლების სეზონში კატალონიელებმა ევროპის სუპერ თასიც მოიგეს, ესპანეთის ჩემპიონატში კი 4 წლიან ჰეგემონიას ჩაუყარეს საფუძველი.

"ბარსა" მწვერვალზე

მე-20 საუკუნის ბოლოს ანდრეს ხიმენესის, აუდი ნორისისა და ეპის თაობა ხუან კარლოს ნავარომ, როდრიგო დე ლა ფუენტემ, რობერტო დუენიასმა და პაუ გასოლმა ჩაანაცვლეს. ამ თაობამ შეძლო 5 წელიწადში ესპანეთის ჩემპიონატი 4-ჯერ მოეგო და FIBA-ს კორაჩის თასზეც (რანგით მე-3 ევროტურნირი) ემარჯვა.

"ბარსელონას" საკალათბურთო კლუბის ისტორიაში საუკეთესო სეზონი კი 2002/03 წლების სეზონია. ამ წელს, დეიან ბოდიროგამ, სარუნას იასიკევიჩიუსმა და ხუან კარლოს ნავარომ "ბარსას" ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და რაც მთავარია კლუბის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა თასი (ამჟამინდელი ევროლიგა) მოაგებინეს.

მას შემდეგ "ბარსელონა" ევროპული კალათბურთის ელიტაში იმყოფება.

2009/10 წლების სეზონში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი პასკუალმა მორიგი "ოცნების გუნდი" შექმნა ხუან კარლოს ნავაროს, რიკი რუბიოს, ფრან ვასკესის, ერასემ ლობრეკისა და პეტე მიკაელის შემადგენლობით. ამ გუნდმა კატალონიის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერ თასი, ესპანეთის თასი და ევროლიგა მოიგო.

21-ე საუკუნეში "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდი ესპანეთის ჩემპიონობისთვის სტაბილურად იბრძვის, თუმცა ამ ტურნირის მოგება ბოლოს 2014 წელს მოახერხა. მას შემდეგ კატალონიელებმა 2-ჯერ ესპანეთის თასზე და ერთხელ სუპერ თასზე იმარჯვეს.

ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი

18
1958-59, 1980-81, 1982-83, 1986-87, 1987-88, 1988-89, 1989-90, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1998-99, 2000-01, 2002-03, 2003-04, 2008-09, 2010-11, 2011-12, 2013-14

ესპანეთის თასი

25
1942-43, 1944-45, 1945-46, 1946-47, 1948-49, 1949-50, 1958-59, 1977-78, 1978-79, 1979-80, 1980-81, 1981-82, 1982-83, 1986-87, 1987-88, 1990-91, 1993-94, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2009-10, 2010-11, 2012-13, 2017-18, 2018-19

ევროლიგა

2
2002-03, 2009-10

ესპანეთის სუპერ თასი

6
1987, 2004, 2009, 2010, 2011, 2015

კატალონიის ლიგა

22
1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1985, 1989, 1993, 1995, 2000, 2001, 2004, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2019

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

1
1985

კორაჩის თასი

2
1986-87, 1998-99

თასების მფლობელთა თასი

2
1984-85, 1985-86

კატალონიის ჩემპიონატი

9
1941-42, 1942-43, 1944-45, 1945-46, 1946-47, 1947-48, 1949-50, 1950-51, 1954-55

ავსტრიის პრინცის თასი

1
1987-88

ევროპის სუპერ თასი

1
1986-87