ხუან მანუელ ასენსი

სეზონი კლუბში: 1970-1980

თამაში: 484

გოლი: 125


ერთ–ერთი ყველაზე სიმბოლური ფეხბურთელი, რომელიც "ბარსას" რიგებში თამაშობდა 70–იან წლებში, ასენსი (ალიკანტე, 1949) იყო "ბეჯითი" ნახევარმცველი, დიდებული გუნდის ლიდერი. მას ჰქონდა გასაოცარი დარტყმა მარცხენა ფეხით, ისევე როგორც თავით.

"ბარსამ" ხუანი "ელჩედან" შეიძინა და მან "კამპ ნოუ"–ზე თავისი მაქსიმუმი აჩვენა, სადაც ის ყოველთვის ემახსოვრებათ თავისი ერთგულებით. მისი საუკეთესო "ერა" იყო 1973/74 წლების სეზონი, როდესაც მან ლა ლიგა მოიგო, ხოლო შემდეგ გუნდი "თასების მფლობელთა თასსაც" დაეუფლა მისი კაპიტნობისა და გატანილი გოლის წყალობით.

მისი კატალონიური კარიერა 1980/81 წლების სეზონში დამთავრდა, როდესაც ის მექსიკურ "პუებლაში" გადავიდა. თავისი საყვარელი მაისური მან ბოლოს 1981 წლის 24 მაისს ჩაიცვა, ამხანაგურ მატჩში "ბარსასა" და მის ახალ კლუბს შორის. აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ის მმართველობაში გადავიდა და ერთი პერიოდი "ბლაუგრანას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელიც იყო.


ტიტულები

თასების მფლობელთა თასი – 1978-79

ბაზრობათა თასის სუპერფინალი – 1971

ესპანეთის ჩემპიონატი – 1973-74

ესპანეთის თასი – 1970-71, 1977-78