პაულინო ალკანტარა

სეზონი კლუბში - 1912-1927
მატჩები –
357
გოლები –
357


პაულინო ალკანტარა დაიბადა ფილიპინებზე, ილოილო სიტიში, 1896 წლის  7 ოქტომბერს. გარდაიცვალა 1964 წლის 13 თებერვალს.

ფილიპინური წარმოშობის ესპანელ ფეხბურთელს, რომელიც კლუბის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელია, 357 მატჩში 357 გოლი აქვს გატანილი.  ასევე ის იყო  ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე უთამაშია ”ბარსელონას” რიგებში.


მისი მშობლები ფილიპინელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც ბარსელონაში გადმოსახლდნენ. პაულინიო, სანამ მას ჟოან გამპერი აღმოაჩენდა, ”გალენოში” (ფილიპინები) თამაშობდა.

მისი დებიუტი ”ბარსელონაში” კლუბ ”კატალას” წინააღმდეგ 1912 წლiს 25 თებერვალს, კატალონიის თასზე შედგა. მაშინ პაულინიო 15 წლის, 4 თვისა და 18 დღის იყო. ”ბარსელონამ” იმ დღეს 9:0 მოიგო და ალკანტარამ პირველი 3 გოლი გაიტანა.

1916 წლს, მისმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილებa, დაბრუნებულიყვნენ ფილიპინებზე. ალკანტარა იქ მედიცინას სწავლობდა, მაგრამ ფეხბურთი არ დავიწყნია და მანილის ”ბოჰემია სპორტინგში” ირიცხებოდა.

1917 წელს, იგი ფილიპინების ნაკრებში თამაშობდა, შორეული აღმოსავლეთის ჩემპიონატზე. მან ასევე ითამაშა ფილიპინების ნაკრებში მაგიდის ჩოგბურთში.

1918 წელს, მისი ოჯახი ესპანეთში დაბრუნდა და პაულინიოც დაბრუნდა ”ბარსელონაში”.  მაშინ გუნდის მწვრთვნელი იყო ყოფილი კაპიტანი, ჯეკ გრინველი, რომელმაც ჩაატარა პატარა ექსპერიმენტი და პაულინიო დაცვაში ათამაშა, მაგრამ გულშემატკივართა პროტესტმა აიძულა ის, რომ თავდასხმაში დაებრუნებინა ალკანტარა.

1919 წელს, პაულინიო დაეხმარა კლუბს კიდევ ერთხელ კატალონიის ჩემპიონატის მოგებაში და ესპანეთის თასის მოგებაში ”ბილბაოს ატლეტიკის” წინააღმდეგ.

ესპანეთის თასის ფინალში მათ ”ბილბაო” 2:0 sძლიეს და  პაულინიომ დუბლი შეასრულა.

ამ დროს ”ბარსელონაში” გამოჩნდნენ: საგიბარბე, რიკარდო სამორა, ხოსეპ სამიტიერი და ფელიქს სასუმაგა.

1922 წელს, პაულინო ალკანტარამ ესპანეთის თასის ფინალში 2 გოლი გაიტანა ”რეალ უნიონის” წინააღმდეგ, თამაში კი 5:1 დასრულდა ”ბარსელონას” გამარჯვებით.

1926 წლის, ესპანეთის თასის ფინალში პაულინომ გაიტანა გადამწყვეტი გოლი ”ატლეტიკო” მადრიდის წინააღმდეგ და ”ბარსელონამ” ამ გოლის წყალობით 3:2 იმარჯვა.

1927 წელს, 31 წლის ასაკში, ალკანტარამ აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ექიმი გახდა.  იმავე წლის 5 ივლის, ”ბარსელონა” ამხანაგურად გაეჯიბრა ესპანეთის ნაკრებს, რათა პატივი მიეგოთ პაულინო ალკანტარასათვის.

1931-34 წ.წ. ჩათვლით იგი  კლუბის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.


ტიტულები:

კატალონიისჩემპიონი 10: 1913,1916,1919, 1920,1921,1922, 1924,1925,1926,1927

ესპანეთისთასისმფლობელი 5: 1913,1920,1922,1925,1926